გორში, ჭავაჭავაძის ქუჩაზე მდებარე საიუველირო მაღაზია დააყაჩაღეს. ორი შეიარაღებული პირი მაღაზიაში მაშინ შევიდა როცა მეპატრონე მის დაკეტვას აპირებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა 150 გრამი ოქროს ნაკეთობის წაღება მოახერხეს.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.