ხვალიდან, 1-ელი მარტიდან თბილისში მცხოვრები ყველა კატეგორიის პენსიონერი 10 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებს.
თბილისში სულ 250 ათასი პენსიონერია. დედაქალაქის ბიუჯეტში წელს
საპენსიო უზრუნველყოფისთვის სულ 26 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
აღსანიშნავია, რომ თბილისელ პენსიონერებზე მიმდინარე წლის დასაწყისში ასევე მედიკამენტებისთვის გათვალისწინებული 25-ლარიანი ვაუჩერი და ავტობუსითა და მეტროპოლიტენით ნახევარ ფასში მგზავრობის ბარათებიც გაიცა.