საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის დელეგაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ეწვია.
დღეს გაიმართა შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავდაცვისა და უშიშროების
ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრებთან: არნო დანჟანთან (თავმჯდომარე, ევროპელ
ხალხთა პარტია - საფრანგეთი), კრჟიშტოფ ლისეკთან (ევროპის სახალხო პარტია
-პოლონეთი), ანა გომესთან (სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული
ალიანსი - პორტუგალია), ტერესა რიერა მადურელთან (სოციალისტებისა და
დემოკრატების პროგრესული ალიანსი - ესპანეთი) და პაველ კოვალთან (ევროპის
კონსერვატორები და რეფორმისტები - პოლონეთი). შეხვედრას ასევე ესწრებოდა
საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ფილიპ დიმიტროვი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური
მოვლენები, შს სამინისტროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები.
საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხებს