როტერდამში „Kunsthal"-ის მუზეუმიდან უცნობმა პირებმა ტილოები მოიპარეს. ექსპერტების შეფასებით ნაქურდალის ღირებულება 100-200 მილიონი ევროა. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშიეტედ პრესი" ავრცელებს. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას აღნიშნულია, რომ ეს დანაშაული 2012 წელს მოხდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ დანაშაულის დეტალები გვიან გაირკვა. ბოროტმოქმედები მუზეუმში უკანა შესასვლელიდან შევიდნენ და 2 წუთზე ნაკლები დროის განმავლობაში 7 ტილო გაიტანეს. მოიპარეს პიკასსოს, გოგენის, მატისის, ლიუსიენ ფრეიდის, მაიერ დე ჰაანის და კლოდ მონეს ტილოები.
ერთ ერთ თავდამსხმელის დედამ მოგვიანებით გამომძიებლებს უამბო, რომ მან ყველა ტილო დაწვა. მისი თქმით, თავდაპირველად ტილოები რუმინეთის ერთ ერთ სასაფლაოზე დაფლეს. ერთი თვის შემდეგ კი, როდესაც სოფელში ჩხრეკა დაიწყო ქალმა ტილოებით სავსე ჩემოდანი ამოთხარა და საკუთარ სახლში ღუმელში დაწვა.
მასალის გამოყენების პირობები