10 ივლისს სოხუმში აფხაზ ახალგაზრდობასა და რუსეთის საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლებს შორის ჩხუბი მოხდა. ამ ინციდენტის შედეგად რუსეთის საოკუპაციო ჯარის ერთი წარმომადგენელი მძიმედ დაიჭრა და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ „NewsToday" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტი ეშბას ქუჩაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს ახლოს მოხდა, სადაც არის სწორედ განთავსებული სამხდერო ქალაქი საოკუპაციო კონტიგენტისათვის.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მათსა და აფხაზებს შორის დაპირისპირება სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო და ოკუპანტის საავადმყოფოში მოთავსებით დასრულდა.
ამ დროისათვის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
რუსი ჯარისკაცის მდგომარეობა მდგომარეობა უცნობია.