ქართველ საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძეს დღეს წმინდა გიორგის ოქროს ორდენი გადაეცემა.
მომღერალს ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილისა და საქველმოქმედო მოღვაწეობისთვის თავად უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დააჯილდოებს.
დაჯილდოების ცერემონია სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ილია მეორემ პაატა ბურჭულაძის წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დაჯილდოების შესახებ 25 იანვარს, ფონდ "იავნანას" საქველმოქმედო კონცერტზე განაცხადა.