საქართველოში H1N1 ვირუსით 33-ე ადამიანი გარდაიცვალა.
46 წლის მირზა გოგიტიძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა. პაციენტი ე.წ. ღორის გრიპით 1 თებერვალს დაავადდა, თუმცა მან სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით, 15 თებერვალს მიმართა, რა დროსაც უკვე ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა.
მირზა გოგიტიძე 15 თებერვლის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.