საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რეკომენდაციით მიმართა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელს კაპიტონ ჟორჟოლიანს შეისწავლოს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა თანამდებობებიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.
სოფიო კვარაცხელიამ და მაია სორდიამ მათი სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით განცხადებებით მიმართეს სახალხო დამცველს. სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიიჩნია, რომ მესტიის გამგეობამ საჯარო მოხელეების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები დაარღვია.