თბილისის "აკვა პარკში" ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა იწყება. ადგილზე სამართალდამცავებსაც ელოდებიან.
ძლიერი ხანძრის შედეგად საცურაო კომპლექსი, თითქმის, მთლიანად დაიწვა. ცეცხლმა, ძირითადად, ტერიტორიაზე არსებული ბუნგალოები და ატრაქციონები გაანადგურა.
სპეციალისტების ინფორმაციით, ცეცხლი 5 ნაგებობაში ერთდროულად გაჩნდა, რაც მათ საეჭვოდ მიაჩნიათ.
ძლიერი ხანძარი "აკვა პარკში" გვიან ღამით გაჩნდა. საცურაო კომპლექსი თითქმის მთლიანად დაიწვა. მოშლილია ინფრასტრუქტურა.
სპეციალისტების ინფორმაციით, იყო საშიშროება, რომ ცეცხლი გვერდით მდებარე შენობებზეც გადასულიყო, რადგან ვითარებას ქარი ართულებდა, თუმცა, საბოლოოდ, ხანძარი სხვა შენობებზე არ გავრცელებულა.
შეტყობინება სახანძრო სამსახურში 21 საათსა და 37 წუთზე შევიდა. დროებით გადაიკეტა მიმდებარე ქუჩები. ძლიერ ცეცხლს, მთელი თბილისის მასშტაბით, მობილიზებული ბრიგადები და სპეცტექნიკა აქრობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
მასალის გამოყენების პირობები