რუსეთისა და აშშ-ის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სპეცსამსახურების კინკლაობა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ედვარდ სნოუდენის ირგვლივ შექმნილი ვითარების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ასეთმა სიტუაციებმა არ უნდა გაართულოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანები, მათ შორის ამერიკის მიმართულებით ურთიერთობების განსავითარებლად. ჩვენ დამოუკიდებელი საგრეო პოლიტიკა გვაქვს", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და დასძინა, - „ვიმედოვნებ, ჩვენი პარტნიორები ამას მშვიდად და გაგებით მოეკიდებიან. სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სპეცსამსახურების კინკლაობა".
მისივე თქმით რუსეთის ხელისუფლება დაინტერესებული არაა სნოუდენის საქმიანობის დეტალების გარკვევით.
„ჩვენ გავაფრთხილეთ ბატონი სნოუდენი, რომ მისი ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც მიმართული იქნება რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობებისთვის ზიანს მიყენებაში, ჩვენთვის მიუღებელია", - განაცხადა პუტინმა.