ე.წ მატროსოვის ციხეში საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის მოსანახულებლად ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები არნო დენჟანი, კრიშტოფ ლისეკი, პაველ კოვალი, ამე გომესი და ტევესა რივა მანდურელი შევიდნენ.
ევროპარლამენტარები მერაბიშვილის პირობებითა და გამოძიების მიმდინარეობის პროცესში მის მიმართ მოპყრობის დეტალებით დაინტერესდებიან.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ თბილისში ვიზიტის დროს, გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულე პატიმრობაში მყოფ ვანო მერაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა.