„სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დამრღვევთა რაოდენობა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ერთნხევარჯერ გაიზარდა",_ აცხადებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე, ე.წ. სასაზღვრო სამსახურის უფროსი გენერალ მაიორი სერგეი კოლბინი ცხინვალში დღეს მოწყობილ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, დამრღვევთა შორის საქართველოს მოქალაქების გარდა არიან სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც - უკრაინის, რუსეთის, სომხეთის. „სულ საზღვრის რეჟიმის დარღვევისათის დაკავებულია 12 სხვა და სხვა სახელმწიფოს მოქალაქე", _ აცხადებს კოლბინი.
მისივე თქმით, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის ანუ საოკუპაციო ზოლის დაცვის ძირითადი „სიმძიმე" რუს ოკუპანტებს აწევთ და ამიტომაც დაკავებებს „ძირითადად ისინი ახორციელებენ ამას".
რუსი გენერალი ასევე აცხადებს, რომ მიმდინარე წელს საოკუპაციო ხაზის დარღვევისათვის უკვე დაკავებულია 150 ადამიანი. შარშანწინ ამავე ე.წ. ბრალდებით დაკავებული იყო 282 ადამიანი.