რუსმა სამხედროებმა საქართველოს ხუთი მოქალაქე ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. სოფელ ახალუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულები ქართველები რუსმა სამხედროებმა ცხინვალის მიმართულებით წაუყვანეს.
დაკავებულებიდან სამი სოფელ ახალუბნიდანაა, ორი კი სოფელ ხვითიდან.
გავრცელებული ინფორმაციით, ხუთივე მათგანი ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია მოთავსებული.