10 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეებმა ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ სარჩელი უკან გაიხმეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აცნობეს, საქმე ეხებოდა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდში, 2011 წლის დეკემბერში, ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეების მიერ ყულევის ნავთობტერმინალთან დაკავშირებით ბიზნესმენის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ სარჩელს.