2013 წელს სამართალდამცველებმა აჭარაში პროსტიტუციისათვის ადგილის დათმობის ბრალდებით 20 სასტუმრო დახურეს. ასეთია სტატისტიკა, რომელსაც აჭარელი სამართლადამცველები ავრცელებენ. ამ ეტაპზე აჭარის პროკურატურაში ტრეფიკინგის 3 საქმეზე ძიება მიმდინარეობს. საგამოძიებო უწყების პროკურორის ვლადიმერ თურმანიძის განცხადებით ტრეფიკინგის ორ საქმეზე პირები უკვე პასუხისგებაში მისცეს, ერთი საქმის ძიება კი ისევ მიმდინარეობს. ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით აჭარელმა სამართალდამცველებმა სპეციალური სქემაც შეიმუშავეს.
"შსს პროკურატურასთან ერთად აწარმოებს პრევენციულ ღონისძიებებს, იმ სასტუმროებსა და კაფეებში, სადაც ქალბატონების მასობრივად თავშეყრა ხდება. ვატარებთ დაწესებულების შემოწმებას. გამოძიების მსვლელობისას ხდება მათთან გასაუბრება მათი პასპორტების შემოწმება და იმის დადგენა, ჰქონდა თუ არა ძალადობას ადგილი მათ მიმართ" განაცხადა tv25-თან საუბრისას პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ.