სანდრო გირგვლიანის საქმეზე კიდევ ერთი მოწმე გელა მებონია ალაპარაკდა. კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გელა მებონია აცხადებს, რომ გირგვლიანის მეგობარმა ლევან ბუხაიძემ ყველა დეტალი იცოდა.
როგორც მებონიამ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში განაცხადა, მთავარი დამნაშავეები სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ოლეგ მელნიკოვი და დათა ახალაია არიან.
"სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ჩვენ ადგილზე აღმოვაჩინეთ 6 ადამიანის ნაფეხური და ეს ყველაფერი ასახულია იმ ოქმში, რომელიც იმ პერიოდში ამ ადგილის დათვალიერებისას დაიწერა მოგვიანებით კი ეს ოქმი საქმიდან გაქრა. მე შემიძლია დასუსტებით გითხრათ, რომ იმ ოთხი ადამიანის გარდა შემთხვევის ადგილზე ოლეგ მელნიკოვი და დათა ახალაია იმყოფებოდნენ, რადგანაც ახალაიას ბრძანების აგრეშე ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. მომხდარის შესახებ კი ინფორმაციას თავიდანვე ფლობდა ვანო მერაბიშვილი, მას ამის შესახებ უნფორმაციას უშუალოდ გურამ დონაძე აწვდიდა", - აცხადებს მებონია.