მთაწმინდა-კრწანისის სამმართველოს ყოფილი უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი გელა მებონია ირაკლი ფირცხალავას ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ განცხადება მებონიამ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მებონიას თქმით, ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილზე იარაღის ჩადება უშუალოდ ირაკლი ფირცხალავას მხრიდან მოხდა. იქ მყოფ პირებს კი გასროლა არ მოუხდენიათ.
"გასროლა მოხდა გარედან, რომელსაც ემსხვერპლა მძღოლი და მძღოლის გარდაცვალებას მოჰყვა დანარჩენების სიკვდილი", - აცხადებს მებონია და მისი ოჯახის მისამართით განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს.