ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ჭიათურაში, ,,ჯორჯიან მანგანეზის" მაღაროში აფეთქებას.
უბედურის შემთხვევა მაღაროს №21 უბანში, გუშინ გვიან ღამით მოხდა, რის შედეგადაც მანგანუმის ამფეთქებელი შალვა დარბაძე ადგილზე დაიღუპა. როგორც მაღაროს თანამშრომლები „ჯი-ეიჩ-ენს" უცხადებენ, ამფეთქებელი ფითილს ამზადებდა, რა დროსაც სანგრის ჭერი ჩამოინგრა, ამფეთქებელს ლოდი დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.
„მსგავსი შემთხვევა დიდი ხანია არ მახსოვს, რომ მაღაროში მომხდარიყო. ტრაგედია დატრიალდა ყველას თავს.,"- ამბობს მაღაროელი ნუგზარ შეყილაძე.
მასალის გამოყენების პირობები