„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს, რუსეთის ფედერაციაში მიკაელ კადიევის ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე სრულყოფილად შეისწავლოს რუსეთის ფედერაციაში მის მიმართ შესაძლო წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესაძლო რისკები. ასევე, რუსეთის ფედერაციის უფლებამოსილი ორგანოებიდან მიიღოს გარანტიები, რომ მიკაელ კადიევის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადგილი არ ექნება მის მიმართ წამებას ან/და სხვა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს და მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას სრულყოფილად ისარგებლოს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით" გარანტირებული უფლებებით, მათ შორის უფლებით სამართლიან სასამართლოზე.
მასალის გამოყენების პირობები