ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ 10 აფხაზ ოჯახს კომპანია ART FACE -ის ხელმძღვანელობამ აფახზეთის მთავრობის წევრებთან ერთად დახმარებები გადასცა. კომპანია ART FACE -ის პრეზიდენტმა, ზვიად აბესაძემ აფახზ ოჯახებს დახმარებები პირადად გადასცა და მათ დახმარებას მომავალშიც დაპირდა. დევნილმა ოჯახებმა კომპანიისგან სურსათი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საგნები მიიღეს.
საქველმოქმედო აქციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი ნუგზარ ფიფია და რეგიონალური მართვის საკითხებში აფახზეთის მინისტრი კორნელი სალია დაესწრნენ.
ნუგზარ ფიფიამ კომპანიის ხელმძღვანელობას აფახაზი ოჯახების დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ყველა ბიზნესმენს მსგავსი ნაბიჯებისკენ მოუწოდა.
დღესვე ყველა აფხაზურ ოჯახს ჟურნალის ART FACE - ი გადაეცა.