საქართველოში ჩამოსულმა რუსული ინტელიგენციის წარმომადგენლებმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ლექცია წაიკითხეს. ვალერია ნოვოდვორსკაიამ, კონსტანტინე ბარავოიმ და ოლეგ პანფილოვმა რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ისტორიაზე ისაუბრეს და ყურადღება მომავალზე გაამახვილეს.
გორის უნივერსიტეტში წაკითხულ ლექციას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად სტუდენტებიც დაესწრნენ. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ რუსი სტუმრებისათვის კითხვებიც დაესვათ. დღესვე სამივე სტუმარს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდებაც მიანიჭეს.