სირიის სამთავრობო ძალების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დამასკოსთან ახლოს სირიელი ამბოხებულების ქიმიური იარაღის ლაბორატორია აღმოაჩინეს. სამხედროები აცხადებენ, რომ „ბოევიკები დედაქალაქის მიდამოების დაცხრილვას ქიმიური ნივთიერებებით დატუმბული ნაღმებით აპირებდდნენ".
გავრცელებული ინფორმაციით, ეს ამბოხებულების კუთვნილი ქიმიური იარაღის აღმოჩენის პირველი შემთხვევა როდია. ზუსტად ერთი კვირის წინ ქიმიური ნივთიებებით სავსე კიდევ ერთი სამალავი იქნა აღმოჩენილი. გაეროში სირიის წარმომადგენლის თქმით, აღმოჩენილი მომწამვლავი ნივთიერებების რაოდენობა იმდენი იყო, რომ არა თუ მთელი ქალაქის, მთელი ქვეყნის განადგურებასაც კი ეყოფოდა.
სირიის მთავრობამ ამ აღმოჩენების გამო დამასკოში განიარაღების საკითხებში გაეროს გენერალიური მდივნის წარმომადგენელი ანჟელა კეინი მიიწვია. ამჟამად კეინის ვიზიტის დეტალები თანხმდება.