„წყნარი ოკეანის სახელმწიფოს ვანუატუს ოფიციალურად არ გაუუქმებია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება", _ განცხადება ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ რუსულ მედიასთან საუბრისას გააკეთა.
მისივე თქმით, აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას ვანუატუს ამ გადაწყვეტილების შესახებ არავითარი ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია.
„ჩვენ არ მიგვიღია არავითარი ნოტა, რომელიც ვანუატუს მთავრობის მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების მაუწყებელი იქნებოდა", _ აცხადებს ჩირიკბა.