ისრაელის სამხედრო ძალებმა ახალი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადეს, რომელიც შესაძლებელია აღიჭურვოს ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური ქობინებით.
ისრაელის არმიის - ცახალის, პრეს-სამსახური იტყობინება, რომ პარასკევს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე არსებული ერთ-ერთი სამხედრო ბაზიდან სატესტო რეჟიმში ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. თუმცა ისრაელის თავდაცვის უწყება სხვა დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს.
ისრაელის მედია ანალიტიკოსებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სავარაუდოდ გამოსცადეს „იერიქონის" სისტემის რაკეტა.
არსებული მონაცმებით, „იერიქონი III"-ის თანამედროვე ვერსიის მოქმედების დიაპაზონი 5 ათასიდან 11 ათასი კილომენტრია და ერთ ტონამდე ქობინის გადატანა შეუძლია.
„იერიქონი III"-ის ბოლო გამოცდა 2011 წლის ნოემბერში ჩატრდა.
მასალის გამოყენების პირობები