ორი ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა უელსის ეროვნულ პარკში ბრეკონ-ბიკონსში მიმდინარე სწავლების დროს. ერთი ჯარისკაცი ჰოსპიტალიზირებულია.
ახალგაზრედები ბრიტანეთის სარეზერვო ჯარში მსახურობდნენ და ინტენსიურ სწავლებაში იღებდნენ მონაწილეობას.
სწავლების შედეგების მიხედვით ხდება სპეციალურ საჰაერო ძალების (Special Air Service, SAS) წევრების შერჩევა.
ბრიტაული მედია გამორიცხავს ვარაუდს იმის შესახებ, რომ სამხედრო მოსამსახურეები, სროლის ან სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. ისინი ემხრობიან ვერსიას, რომ მათი დაღუპვის მიზეზი სიცხის შედეგად ფიზიკური გადაღლა გახდა. გასული შაბათი უელსში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი დღე იყო. ჰაერის ტემპერატურამ +30 გრადუსს მიაღწია.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო და პოლიცია გამოძიებას ატარებენ.