აშშ-ის შტატ მენში, სამხედრო საჰაერო ძალების ბაზაზე, მოტოციკლით ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარების მცდელობისას, 44 წლის ამერიკელი მოტომრბოლელი ბილ უორნერი დაიღუპა.
მან Suzuki Hayabusa-თი 458 კმ/სთ სიჩქარე განავითარა, რის შემდეგაც მართვა დაკარგა და სავალი ნაწილიდან გადავარდა.
იგი შემთხვევიდან 75 წუთში ადგილობრივ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ უორნერს ეკუთვნის მსოფლიო რეკორდი, რომელიც მან ამავე ბაზაზე 201 წელს დაამყარა. მაშინ უორნერმა 501 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეძლო და 2,5 კმ გაიარა.