ძარცვის ბრალდებით დაკავებული საქართველოს 11 მოქალაქე შევეიცარიაში. იფორმაციოას ამის შესახებ"კავკაზსკი უზელი" აქვეყნებს. დაკავებულებმა ბოლო რვა თვის განმავლობაში 23 ძარცვა განახორციელეს, რის გამოც მიყენებული ზარალი 350 ათას დოლარს შეადგენს.
გამოძიების მიეხდვით, დაკავებულები სახლებიდან ოქროს და ფულს იპარავდნენ. ამასთან, ცნობილია, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ 9 დაკავებულის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო, რომლებსაც მათ ქვეყანაში შესვლის უფლება ჩამოერთვათ, საქართველოს ორი მოქალაქე კი სასამართლოს სხდომამდე, შვეიცარიაში პატიმრობაში დარჩება.