,,სტანდარტად ვიღებთ ვისწრაფოთ რომ არაძალადობრივ დანაშაულზე თავი შევიკავოთ დაკავება-დაპატიმრებისგან", _ამის შესახებ ჟურნალისტებთან მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა არასამთვრობო სექტორისა და ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ განაცახდა.
მისივე განმარტებით, ამ კუთხი აუცილებელია საინფორმაციო კამპანიაც.
"შევთანხმდით, რომ საჭიროა საზოგადოების წინაშე საინფორმაციო ხასიათის საქმიანობა, რათა საზოგადოებამ შეძლოს გათავისუფლდეს ძველი აზროვნებისგან, როდესაც პირის დაპატიმრება, თუ დაკავება მის დამნაშავეობას ნიშნავდა. როცა ეს დღეს ასე აღარ არის, ამას ხელისუფლების სისუსტედ მიიჩნევენ, ეს უნდა აღმოიფხვრას", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, შესაძლოა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად შეიქმნას სპეციალური სამსახური, რომელიც პირის ბრალდებულად ცნობიდან განაჩენის გამოტანამდე, თავისუფლებაში დარჩენილ ბრალდებულზე მონიტორინგისა და კონტროლის ფუნქციას აიღებს. არჩილ კბილაშვილის ცნობით, აღნიშნული ინიციატივა შეხვედრაზე ყველამ მოიწონა. მთავარ პროკურორს მიაჩნია, რომ უნდა ჩატარდეს ტრენინგი პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის.
"შესაძლოა მაღალ სტანდარტზე გადასვლამ რაოდენობრივი თვალსაზრისით შეამციროს ამ ტიპის დანაშაულის გამოვლენა, მაგრამ მიჩნეულია, რომ ეს არის სტანდარტის ფარგლებში სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების წესი", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.