სასჯელაღსრულების სამინისტრომ გეგუთის ციხეში პატიმრების მიერ გამოთქმულ პრეტენზიაზე სამსახურეობრივი მოკვლევა უკვე დაიწყო. როგორც ,,რუსთავი-2"-თან საუბარში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ირაკლი კორძაიამ განაცხადა სამინისტროში ოფიციალური განცხადება გეგუთის ციხის გარე პერიმეტრის უფროსის ქმედებებთან დაკავშირებით არ შესულა.
,,ოფიციალური განაცხადება ჯერ არ შემოსულა, მაგრამ იმ ზარების საფუძველზე, რომელიც შემოვიდა ჩემსა და სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის ტელეფონზე დაიწყო სამსახურეობრივი მოკვლევა", _განაცხადა ირაკლი კორძაიამ და აღნიშნა, რომ სამინიტრო ადეკვატურად იმოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრები ციხის გარე პერიმეტრის უფროსის ვაჟა ნაცვლიშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხვალიდან შიმშილობის დაწყებას გეგმავენ. როგორც ,,რუსთავი-2"'_თან საუბარში პატიმარმა თამაზ გასვიანმა განაცხადა ვაჟა ნაცვლიშვილი მათი ოჯახის წევრებს საპყრობილეში სტუმრობის დროს შეურაცხყოფას აყენებს.