თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა და "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს, მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს აღმკვეთ ღონისძიებად 250-250-ათას ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეში "დექსუსის" დამფუძნებლის ივანე ცაგურიასთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება და ის სასამართლო დარბაზიდან 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
სამივე ბრალდებულს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე გაესაზღვრა.
მენაშენეთა გაფლანგული თანხების საქმეზე კერვალიშვილს, რჩეულიშვილს და დექსისის დამფუძნებლს ივანე ცაგურიას თაღლითობა და დიდი ოდენობით თანხის მითვისება ბრალდებათ. საუბარია 11 მილიონზე და 6 ათასამდე დაზარალებულ პირზე.
"ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებისგან განსხვავებით, კომპანია "დექსუსის" დამფუძნებელი ივანე ცაგურია უწყებაში ბრალის გაცნობის შემდეგ დააკავეს.
რუსუდან კერვალიშვილს და მაია რჩეულიშვილს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.