სრაელმა სირიაში რუსული რაკეტებით სავსე საწყობები გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ „სი-ენ-ენი" აშშ-ს ხელმძღვანელობაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მონაცემთა თანახმად, რუსული გემთსაწინააღმდეგო რაკეტების „იახონტის" საწყობზე იერიში ჯერ კიდევ 5 ივლისს განხორციელდა სირიის სანაპიროზე. იერის რამდენიმე სამხედრო სიცოცხლე შეეწირა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ოფიციელურმა პირებმა ანონიურობის პირობების დაცვით აუწყეს ტელეარხს, რომ ამ იერიშზე პასუხისმგებელი ისრაელია, რომელიც რუსული წარმოების რაკეტების გაუვნებელყოფას ცდილობდა. სხვათაშორის ეს რაკეტები საფრთხეს ისრაელის ფლოტისათვის წარმოადგენენ - მიიჩნევენ ამერიკული წყაროები. ხოლო ინფორმაცია განადგურდა თუ არა იერიშის შედეგას ეს რაკეტები - არ ვრცელდება.
ისრაელი ამ ბრალდებების კომენტირებაზე უარს აცხადებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა მოშე იაალონმა განაცხადა, რომ ისრაელი უკვე დიდი ხანია სირიის „სისხლიან ომში" არ ერევა.
„ახლო აღმოსავლეთში სადაც რამე არ აფეთქდება - ჩვენ გვადანასაულებენ", _ განაცხადა მინისტრმა.
აღსანიშნავია ასევე, რომ ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში ეს იქნება მეოთხე თავდასხმა ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში.
შეგახსენებთ, რომ ადრე ამერიკული მედია იუწყებოდა, რომ ბოლო დროს რუსეთი აქტიურად აწვდის სირიას განახლებულ „იახონტის" რაკეტებს. ეს რაკეტები კი საფრთხის შემცველია, როგორც გემენისათვის ასევე სასიცოცხლოდ აუცილებელი ობიექტებისათვის, რომლებიც სანაპირო ზოლში მდებარეობენ.
ამასთან ერთად, რამდენიმე დღის წინ სირიელმა ამბოხებულმე გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელის ავიაციამ ბაშარ ასადის საწყობები გაანადგურა.