სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა ერაყში, რესტორანში ბომბის აფეთქების შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. არიან დაჭრილებიც, რომელთა რაოდენობა ამჟამად დგინდება.
გავრცელებული ინფორმაციით, რესტორანის ხლემძღვანელობა რამადანის დაწყებას აღნიშნავდა.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ივლისის დასაწყისიდან ერაყში აფეთქებებმა უკვე 250 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
გასულ წელს მთლიანად დაღუპულთა რაოდენობამ კი 2, 5 ათასი ერაყელი შეადინა.