საქართველოს პროკურატურა ხელისუფლების მიერ უკანონოდ ჩამორთმეული ავტომობილების დაბრუნებას იწყებს. ეს პროცესი საქართველოს სხვადასხვა რაიონში ერთდროულად გაიმართება.
პროკურატურა ამ ეტაპზე იმ ავტომობილებს დააბრუნებს, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული ჯერ კიდევ არ იყო.
„სატრანსპორტო საშუალებების ჩამორთმევის საკითხებზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოძიება და მიუხედავად ამ ადამიანების არაერთი მოთხოვნისა, სატრანსპორტო საშუალებების დაბრუნების საკითხის გადაწყვეტა ჭიანურდებოდა და ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე გადაეცემოდა სახელმწიფოს.
საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს შს სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებზე დაწყებული გამოძიება წყდება და ამოღებული მანქანები მესაკუთრეებს უბრუნდებათ", _აცხადებს საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა პაიჭაძე.