პროკურატურამ სასამართლოში "ცენტრ პოინტი ჯგუფის" დამფუძნებლების, რუსუდან კერვალიშვილისა და მაია რჩეულიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობა შეიტანა.
ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილის თქმით, სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე დღეს უნდა იმსჯელოს, თუმცა სხდომის გამაართვის კონკრეტული დრო ჯერ უცნობია.
მენაშენეთა გაფლანგული თანხების საქმეზე კერვალიშვილს, რჩეულიშვილს და დექსისის დამფუძნებლს ივანე ცაგურიას თაღლითობა და დიდი ოდენობით თანხის მითვისება ბრალდებათ. საუბარია 11 მილიონზე და 6 ათასამდე დაზარალებულ პირზე.
"ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებისგან განსხვავებით, კომპანია "დექსუსის" დამფუძნებელი ივანე ცაგურია უწყებაში ბრალის გაცნობის შემდეგ დააკავეს.
რუსუდან კერვალიშვილს და მაია რჩეულიშვილს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.