დღეს, 13 ივლისს, მთავარი პროკურატურა "ცენტრ პოინტი ჯგუფის" დამფუძნებლების, რუსუდან კერვალიშვილისა და მაია რჩეულიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.
სასამართლომ რუსუდან კერვალიშვილისა და მაია რჩეულიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე შუამდგომლობის მიღებიდან 24 საათის ვადაში უნდა იმსჯელოს.
მენაშენეთა გაფლანგული თანხების საქმეზე კერვალიშვილს, რჩეულიშვილს და დექსისის დამფუძნებლს ივანე ცაგურიას თაღლითობა და დიდი ოდენობით თანხის მითვისება ბრალდებათ. საუბარია 11 მილიონზე და 6 ათასამდე დაზარალებულ პირზე.
"ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებისგან განსხვავებით, კომპანია "დექსუსის" დამფუძნებელი ივანე ცაგურია უწყებაში ბრალის გაცნობის შემდეგ დააკავეს.
რუსუდან კერვალიშვილს და მაია რჩეულიშვილს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.