აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. პრეზიდენტებმა ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ექს-კონტრაქტორის, ედვარდ სნოუდენის შესახებ ისაუბრეს.
თეთრი სახლის წარმომადგენლის ჯეინ კერნის განცხადებით, სატელეფონი საუბარი პრეზიდენტებს შორის რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა.
ამავდროულად ცნობილი ხდება, რომ სოუდენმა, რომელზეც აშშ-მა ძებნა გამოაცხადა სპეცსამსახურების მუშაობის შესახებ საიდუმლო მასალების პუბლიკაცის თაობაზე, თავშესაფარი რუსეთში ითხოვა.
23 ივნისიდან სნოუდენი რუსეთში, შერემეტევოს აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ცხოვრობს, რადგან მისი ამერიკული პასპორტი ანულირებულია და მას არ შეუძლია გაფრინდეს რომელიმე ქვეყანაში.