გუდაუთის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, „Volkswagen"-ის მარკის ავტომობილი „Dodge"-ის მარკის ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ორივე ავტომობილის მძღოლი სეტრაკ კესაიანი და ასტამურ ავიძბა ადგილზე დაიღუპნენ.
ავიძბას თანმხლები ირაკლი კინწურაშვილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.