2013 წლის 12 ივლისს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე 110 მსჯავრდებულის შუამდგომლობა განიხილეს.
ადგილობრივი საბჭოების დებულებაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, პირები ინდივიდუალურად შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეფასდნენ: დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა, ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე ინდივიდუალურად ფასდება მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 2013 წლის 12 ივლისს 7 მამაკაცი მსჯავრდებული დატოვებს.