პენტაგონი აცხადებს, რომ 2015 წლისათვის ირანს ექნება ისეთი რაკეტა, რომელიც აშშ-მდე მიაღწევს. აშშ-ს სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, 2015 წლის დასაწყისისათვის ირანის შეიარაღებული ძალები მზად იქნებიან კონტინენტთაშორისი რაკეტის გამოსაცდელად, რომელსაც აშშ-ს ტერიტორიამდე მიღწევა ძალუძთ.
აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს კოსმოსური და საჰაერო დაზვერვის ნაციონალური ცენტრის მონაცემებით, ირანელები აგრძელებენ აქტიურ განვითარებას ამბიციოზური სარაკეტო და კოსმოსური პროგრამისა, იმისათის რათა მათი რაკეტების სიზუსტე და მოქმედების რადიუსი გაზარდონ.