უკრაინაში ქართველი სპორტსმენი და ბიზნესმენი კობა ნადირაძე მოკლეს. მკვლელობა დნეპროპეტროვსკში მოხდა. კობა ნადირაძე ძიუდოში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ნადირაძის საცხოვრებელ სახლთან მოხდა მაშინ როდესაც ნადირაძე სახლში დაბრუნდა. თავდაპირველად ტყვია მას მუცელში მოხვდა. ნადირაძემ გაქცევა სცადა, თუმცა ქილერი მას დაეწია და რამდენიმე საკონტროლო გასროლა გააკეთა, მიღებული ჭრილობებისგან ნადირაძე ადგილზე გარდაიცვალა.
მკვლელი მიიმალა. მან თან მოკლულის სპორტული ჩანთა გაიყოლა. რა იდო ჩანთაში ჯერ ჯერობით უცნობია. მკვლელი ნიღბით იყო.
სამართლადამცავები აღნიშნავენ, რომ სავარაუდოდ , მკვლელობა შეკვეთილია. მიმდინარეობს გამოძიება.