მთავარ პროკურატურაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეში ბრალდებული მამუკა ივანიაძის დაკითხვა ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანთან პროკურატურას კითხვები მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ჰქონდა, სადაც ივანიაძე პროკურორ გიორგი დავითაშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ყოფილი მინისტრის დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.
აღნიშნულ საკითხზე მამუკა ივანიაძე მოწმის სტატუსით დაიკითხა. დაკითხვის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელიც ესწრებოდა.