პოლონეთის ელჩი საქართველოში ანდრჟეი ჩიეშკოვსკი, დელეგაციასთან ერთად ზესტაფონის რაიონის სოფელ შროშასთან ავარიაში მოყვა. ირკვევა, რომ პოლონეთის დელეგაციის ერთ-ერთი მანქანა, სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა, რის გამოც მსუბუქი დაზიანებით საელჩოს დელეგაცია ზესტაფონის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„პოლონეთის ელჩის ანდრჟეი ჩიეშკოვსკი დელეგაცია ავარიაში მოხვდა, რის გამო მსუბუქი დაზიანება მიიღო დელეგაციის წარმომადგენლებმა. ამიტომ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა გადაიდო,"- ამბობენ მერიის პრესსამსახურში.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადეს ელჩს არავითარი დაზიამნება არ მიუღია.მსუბუქი დაზიანება აქვთ მიღებული ელჩის თანმხლებ პირებს.
ელჩი ამჟამად ქუთაისში იმყოფება და სამუშაო შეხვედრებს ატარებს. შედგა შეხვედრა პარლამენტში. მერიაში დაგაგმილი შეხვედრა გადადებულია.