ადამაინის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ამნისტიის შესახებ" კანონზე მსჯელობენ.
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით პირები, რომლებსაც აქვთ სხვისი პირადი ან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოს შემცველი მონაცემები და ისინი კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის განმავლობაში წარმოადგენენ საგამოძიებო ორგანოებში, გათავისუფლდებიან სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 158-ე, და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისაგან.
ცნობისთვის, ამ კანონით გათვალსიწინებული ამნისტია ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც საქართველის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინეს 2012 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული-2013 წლის აგვისტომდე.