ცენტრ პოინტი ჯგუფი" დაყადაღებულია. როგორც პროკურატურის პრესსსამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მაია რჩეულიშვილს, რუსუდან კერვალიშვილს და ივანე ცაგურიას ბრალი უკვე წაუყენეს.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება "ცენტრ პოინტი ჯგუფის" მიერ დაზარალებული მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე მიმდინარე გამოძიებას, რომლითაც დადგინდა, რომ ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის წევრების მიერ შეტანილი დიდი ოდენობით თანხები მათ უკანონოდ დაისაკუთრეს.
ამ წუთებში რუსუდან კერვალიშვილი, მაია რჩეულიშვილი და ივანე ცაგურია, თბილისის პროკურატურაში დაკითვაზე იმყოფებიან.