პარლამენტში დახურულ კარს მიღმა ჟენევის მოლაპარაკებებზე მსჯელობენ. ჟენევის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ საკითხებს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მსჯელობენ.
მომხსენებლებად საკანონმდებლო ორგანოში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკანიანი და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი არიან მოსულები.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე დავით ზალკანიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ჟენევის მოლაპარაკებების გარდა, საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხზეც იქნება საუბარი. მისი თქმით, ისინი დეპუტატების კითხვებსაც უპასუხებენ.