შალვა პაპუაშვილს განსაკუთრებით უნდა მივულოცოთ ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია, - ასე ეხმაურება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციას.
მისივე თქმით, „ივანიშვილის პრემიერ-ვარსკვლავ-ბიჭუნას გარდამავალი სკამი, შემდეგ წრეზე, აშკარად მას უნდა ერგოს“.
„შალვა პაპუაშვილს განსაკუთრებით უნდა მივულოცოთ ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია - ერთობ საპატიო ადგილი მოიპოვა იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ევროპარლამენტი პარლამენტის მოქმედი სპიკერის დასანქცირებას ითხოვს. შალვა საპატიო მეოთხე ადგილზე გავიდა ვენესუელელ ხორხე როდრიგესის და ორი რუსის-ვიაჩესლავ ვოლოდინისა და ვალენტინა მატვეენკოს შემდეგ, იშვიათი მიღწევაა. ივანიშვილის პრემიერ-ვარსკვლავ-ბიჭუნას გარდამავალი სკამი, შემდეგ წრეზე, აშკარად მას უნდა ერგოს”,- წერს სამადაშვილი.
ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტარები ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ „ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ. ხაზს უსვამენ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ ურყევ მხარდაჭერას და აღნიშნავენ, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს“.