პაკისტანში, საპორტო ქალაქ კარაჩიში მომხდარი აფეთქების შედეგად ქვეყნის პრეზიდენტის ასიფა ალი ზარდარის დაცვის სამსახურის უფროსი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს. აფეთქება, რომელმაც ბილალ შაკჰისა და მისი ორი თანაშემწის სიცოცხლე შეიწირა, კარაჩიში მმართველი პარტიის ოფისთან მოხდა. რამდენიმე ადამიანმა მძიმე დაზიანებები მიიღო.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილს სრულად აკონტროლებს პაკისტანის უსაფრთხოების სამსახური. ხელისუფლების განცხადებით, გამოძიების წინასწარი დასკვნით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. თავდასხმის დროს ბილალ შაკჰის თეთრი ბრონირებული მანქანა პოლიციის ესკორტის თანხლებით მოძრაობდა.
შაკჰი პასუხისმგებელი იყო პრეზიდენტის შვილის ზარდარი ბჰუტო ზარდარი ბილავალას უსაფრთხოებაზე. დაახლოებით ერთი წლის წინ, შეიხი საკუთარი სახლის წინ თავდასხმას სასწაულებრივად გადაურჩა. თავად პრეზიდენტის რეზიდენციაც მდებარეობს კარაჩიში, ქალაქში, რომელიც პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარეების სისხლიანი გარჩევების ცენტრად მიიჩნევა.