ვლადიმერ ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო. ამის შესახებ ჟურნალისტებთან სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
,,ასე უპირობოდ ადამიანის გათავისუფლება, რომელსაც ბრალი ედება საკამოდ მძიმე დანაშაულში, რა თქმა უნდა, არ უნდა მომხდარიყო. თუმცა კბილაშვილს მოქმედი კანონმდებლობით უფლება ჰქონდა გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება", _განაცხადა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ციხის სკანდალური კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე არჩილ კბილაშვილმა პასუხისმგებლობისგან სრულად გაათავისუფლა.