27 და 28 თებერვალს გამოცდების ეროვნული ცენტრი პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდების გენერალურ რეპეტიციას ქუთაისში ჩაატარებს.
პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები პირველად 2010 წლის ზაფხულში ჩატარდება. ტესტების მომზადებასა და გამოცდების ჩატარებას გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. ცენტრის ექსპერტებმა ორი წლის წინ დაიწყეს სასერტიფიკაციო გამოცდების ფორმატსა და შინაარსზე მუშაობა.
პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მას სახელმწიფო აფინანსებს.
პირველ ეტაპზე სასერტიფიკაციო გამოცდებს ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენებისა და მათემატიკის პედაგოგები ჩააბარებენ.
სასერტიფიკაციო გამოცდების გენერალურ რეპეტიციაში მონაწილეობას მიიღებს უცხოური ენების, ქართული ენისა და ლიტერატურის და მათემატიკის 1500-მდე პედაგოგი არა მხოლოდ იმერეთის რეგიონის, არამედ გურიის, სამეგრელოს და აჭარის კოლებიდან.
გენერალური რეპეტიცია ერთდროულად 4 ცენტრში ჩატარდება და გამოიცდება არა მხოლოდ ტესტური დავალებები, არამედ საგამოცდო პროცესის ადმინისტრირების მექანიზმები და საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა.