,,სასამართლოში ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებით, პროცედურა სრულიად სამართლიანად წარიმართა", - განაცხადა ჟურნალისტებთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა ვლადიმერ ბედუკაძის საქმესთან დაკავშირებით ზაქარია ქუცნაშვილის განცხადების კომენტირებისას.
,,იურისტებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ სასამართლოში როცა შედის საპროცესო შეთანხმება, რას აკეთებს ამ დროს მოსამართლე. ბატონი ზაქარია იურისტია და მან ეს კარგად იცის და ის რაც თქვა არ უნდა ეთქვა. თუ არ იცის ორმაგად უფრო ცუდია. ის შეთანხმება რომელიც გაფორმდა განსაკუთრებული შეთანხმება, კანონში წერია, რომ საპროცესო შეთანხმების დროს მოსამართლე შინაარსობლივ განხილვაში არ შედის. მოსამართლე ამ დროს ამოწმებს ხომ არ ჰქონდა ზეწოლას კონკრეტულ ბრალდებულზე და მხოლოდ ამის შემდეგ ამტკიცებს საპროცესო შეთანხმებას" , _ განაცხადა კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია ,,ქართული ოცნების" დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის განმარტებით, ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა სასამართლოს ეკისრება, რადგან გადაწყვეტილება საპროცესო შეთანხმების თაობაზე სწორედ მან მიიღო.